ალბათ, ყველას გახსოვთ სპაიდერმენიდან ის სცენა, რომელშიც თავდაყირა დაკიდებული პიტერ პარკერი წვიმაში მერი ჯეინს კოცნის. მიუხედავად იმისა, რომ ამ სცენით მსახიობებმა თავი მთელ მსოფლიოს დაამახსოვრეს, კირსტენ დანსტი, რომელიც მერი ჯეინის როლს ასრულებს, ამბობს, რომ ამ სცენის გადაღება კომფორტული სულაც არ ყოფილა.
"მახსოვს, ინსპირაციისთვის როგორ მომცა ფილმის რეჟისორმა, სემ რეიმიმ, წიგნი, რომელიც კინოს ისტორიაში ყველაზე ცნობილ კოცნის სცენებს აერთიანებდა. მას უნდოდა, რომ კოცნის კადრები განსაკუთრებული და ორიგინალური ყოფილიყო, თუმცა სინამდვილეში, ამ სცენის გადაღება საშინელება იყო. წვიმდა და ყინავდა, ტობი თავდაყირა ეკიდა, რის გამოც ვერ სუნთქავდა, ამიტომ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს, ხელოვნურ სუნთქვას ვუტარებდი", — ყვება მსახიობი.
კირსტენი და ტობი მაგუაირი სპაიდერმენის პირველ სამ ფილმში მერი ჯეინისა და ადამიანი ობობას როლებს ირგებენ. ეს ფილმები მარველის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრებად ითვლება. მიუხედავად ამხელა წარმატებისა, კირსტენი ამბობს, რომ გადაღებებზე ზოგჯერ თავს კომფორტულად არ გრძნობდა და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასაც აწყდებოდა, თუმცა მაშინ თავის დაცვა არ შეეძლო.
ადამიანი ობობას როლს სხვადასხვა დროს ტომ ჰოლანდი და ენდრიუ გარფილდიც ირგებდნენ, სპაიდერმენის შეყვარებულს კი ემა სტოუნი და ზენდეია ასახიერებდნენ.