ამერიკელ ჟურნალისტებს მოუწოდებენ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თვითმფრინავიდან სუვენირების მოპარვა შეწყვიტონ.
„ბორტი ნომერი 1“-ის ინვენტარიზაციის შედეგად გაირკვა, რომ საპრეზიდენტო თვითმფრინავში, პრესისთვის გამოყოფილი სივრციდან, დაკარგულია ბრენდირებული ნივთები, მათ შორის ბალიშის პირები, ჭიქები და მოოქროვილი თეფშები.
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციამ ჟურნალისტები გააფრთხილა, რომ „ბორტი ნომერი 1-იდან“ ნივთების წაღება აკრძალულია და უარყოფითად აისახება იმ ჟურნალისტთა რეპუტაციაზე, ვინც პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად მგზავრობს.