უსინათლოთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს წარმომადგენლებმა უსინათლოთა და მცირემხედველთა N202-ე საჯარო სკოლაში საევაკუაციო ტრენინგი ჩაატარეს.
ტრენინგამდე დაწყებამდე 202-ე სკოლის მოსწავლეები შს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტსაც ესტუმრნენ, სადაც საშუალება მიეცათ დეპარტამენტის ინფორმაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურის მუშაობის სპეციფიკას გაცნობოდნენ.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი განსაკუთრებულად ზრუნავს უნარშეზღუდული ბავშვების უსაფრთხოებაზე. სასწავლო განგაში უსინათლოთა და მცირემხედველთა სკოლის მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად მოეწყო. სწავლების მიზანია ყურადღება გამახვილდეს საგანაგებო სიტუაციების დროს ბავშვებში თვითგადარჩენის უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე.
ტრენინგის ბოლოს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 202-ე სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ნაკრებები და სათამაშოები გადასცეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი გაზდელიანი, დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაცია „Save the Children”.