შეხვედრა თავდაცვის აკადემიაში (ვიდეო)

შეხვედრა თავდაცვის აკადემიაში (ვიდეო)

დღეს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრმა იუნკერებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა ასევე, ისაუბრა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანებასა და საერთაშორისო უსაფრთხოების შესახებ. შეხვედრის მსვლელობისას იუნკერებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს სახელმწიფო მინისტრის გამოსვლის მიმართ და მინისტრს კითხვები დაუსვეს.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი.