ისრაელის არმია ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოში ჩატარებული რეიდის შედეგად, „ჰამასის“ 20 მებრძოლის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„ცაჰალის“ ცნობით, რეიდის შედეგად, საავადმყოფოში აღმოაჩინეს იარაღი და ფული, რომელიც „ჰამასისა“ და „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ მიერ, ტერორისტებს საავადმყოფოში მიეწოდებოდათ.
ცნობილი გახდა ისიც, რომ ოპერაციის ფარგლებში, დაკავებულია „ჰამასთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ათობით ადამიანი, რომლებიც დაკითხვაზე იმყოფებიან.
„ადგილი, რომელიც „ჰამასის“ ტერორისტებს ეგონათ, რომ მათი სამალავი და უსაფრთხო თავშესაფარი იყო, სწრაფი იერიშით, ტერორისტების სასიკვდილო ხაფანგი გახდა. ამით ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით „ჰამასის“ დასამარცხებლად, კიდევ ერთი აგური დავდეთ და მორიგი დარტყმა განვახორციელეთ. ეს გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ გავანადგურებთ „ჰამასის“ დაჯგუფებას“, - განაცხადა ისრაელის არმიის წარმომადგენელმა, დენიელ ჰაგარიმ.