პოლონეთი და გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გაააქტიურებენ

პოლონეთი და გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გაააქტიურებენ

პოლონეთი და გერმანია 26 მარტს, უკრაინის მხარდაჭერას გაააქტიურებენ. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, 2 500 პოლონელი სამხედრო, გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად, სწრაფი რეაგირებისთვის მოემზადებიან. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ ევროპელი მოკავშირეები ნებისმიერი საფრთხისთვის მზად უნდა იყვნენ.