რიო-დე-ჟანეიროში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქალაქის დასავლეთ სანაპიროზე კვირას სიცხის შეგრძნებამ 62,3 გრადუსი შეადგინა.
ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2014 წლის შემდეგ, რაც ბრაზილიაში ჰაერის ტემპერატურის შეგრძნების ინდექსით გაზომვა დაიწყო.