უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანასთან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები 2024 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. ამის შესახებ მან Euractiv-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ველოდებით, რომ უახლოეს სხდომაზე მივიღებთ თანხმობას და მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დავიწყებთ მოლაპარაკებებს გაწევრიანების საკითხზე. იმედია, რომ ევროპელი პარტნიორები ევროკომისიის დოკუმენტს შესწორებების გარეშე მიიღებენ. შარლ მიშელმა ევროკავშირის გაფართოების სავარაუდო თარიღად 2030 წელი დაასახელა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს უფრო ადრე მოხდეს, როგორც კი ომში გავიმარჯვებთ. უკრაინას შეუძლია, საშინაო დავალება ძალიან სწრაფად შეასრულოს. ჩემი აზრით, ამისთვის ორ წელიწადზე მეტი არ დაგვჭირდება“, - აღნიშნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.