უკრაინაში ნატოს ჯარისკაცების გაგზავნას შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის დაწყება მოჰყვეს. იტალიური მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ განაცხადა.
„არ მიმაჩნია, რომ ნატო უკრაინაში უნდა შევიდეს. იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. რუსეთთან ომში შესვლა მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს“, - აღნიშნა ტაიანიმ.
მისივე თქმით, იტალია თავის სამხედროებს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საომრად არ გაგზავნის.