მსოფლიოს წესრიგი კვლავ ტრამპის და ბაიდენის გამარჯვებაზე იქნება დამოკიდებული

მსოფლიოს წესრიგი კვლავ ტრამპის და ბაიდენის გამარჯვებაზე იქნება დამოკიდებული

2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების პრეზიდენტობის კანდიდატები, კვლავ ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი იქნებიან. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა და მოქმედმა პრეზიდენტებმა გადალახეს შტატების დონეზე გამართული არჩევნების ბარიერი. ახლა ამ ორი კანდიდატის გამარჯვებაზე იქნება დამოკიდებული ახალი მსოფლიო წესრიგი და რა გავლენას მოახდენს იგი უკრაინის ომზე. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს გადამწყვეტი იქნება ტრამპის ხისტი და ბაიდენის ლოიალური პოლიტიკა საიმიგრაციო კრიზისის გადაჭრაზე და საარჩევნო კამპანიის ეფექტი ორ ომზე. უკრაინის და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე უდიდეს გავლენას იქონიებს ამერიკის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს.

დონალდ ტრამპის განცხადებებს ევროპის ქვეყნებში პოლიტიკური ვნებათაღელვა უკვე მოჰყვა. მაშინ, როცა ამერიკის კონგრესში უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხი რესპუბლიკელთა წინააღმდეგობის გამო ისევ ღიად რჩება, პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ნატოს მოკავშირეებს აფრთხილებს. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ალიანსის წევრებს სამხედრო ხარჯების გაზრდისკენ და ფინანსური ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა და პირდაპირ უთხრა, რომ სხვა შემთხვევაში თავდასხმების დროს აშშ-ის დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ნატოს წესდების მიხედვით, მისმა წევრებმა სამხედრო სფეროზე მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2% უნდა დახარჯონ.

ტრამპი ასევე პირობას დებს, რომ თუკი კვლავ პრეზიდენტი გახდება, ის უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებს.

 24 თებერვალს, სამხრეთ კაროლინაში კამპანიის დროს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უკრაინის დახმარება, ისევე როგორც ნატოს არსებობა.

თეთრმა სახლმა ტრამპის განცხადება შეაფასა, როგორც „შემაძრწუნებელი და დაუფიქრებელი“.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ნატოს ერთ-ერთი შეხვედრაზე, ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაურს უთხრა, რომ აშშ არ დაიცავდა არც ერთ ქვეყანას, რომელსაც არ შეუსრულებია ვალდებულება.

„არა, მე არ დაგიცავ. სინამდვილეში, მათ წავახალისებდი, რა ჯანდაბაც უნდათ, ის გააკეთონ. თქვენ უნდა გადაიხადოთ. თქვენ უნდა გადაიხადოთ გადასახადები“, - ამბობს ტრამპი.

რაც შეეხება ბაიდენის დაპირებებს და პოლიტიკას, თუკი ის კვლავ პრეზიდენტი გახდება, ამის შესახებ მან 8 მარტს კონგრესში გამოსვლის დროს ისაუბრა. მან აქცენტი კვლავ უკრაინის ომზე და ტრამპის სახიფათო პოლიტიკაზე გააკეთა.

„ვლადიმერ პუტინი წინ მიიწევს, უკრაინასა და ევროპაში ქაოსს თესს. აქ მყოფთაგან თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჩერდება, ძალიან მწარედ ცდება. მე გარწმუნებთ, ის არ გაჩერდება. უკრაინას შეუძლია მისი შეჩერება, უკრაინას ეს შეეძლება, თუ ჩვენ მას მხარს დავუჭერთ და მივცემთ იმ შეიარაღებას, რომელიც კიევს ესაჭიროება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ტრამპის და ბაიდენის დაპირისპირება აისახება, არა მხოლდო ამერიკაზე, არამედ მთელს მსოფლიოზე, განსაკუთრებით კი უკრაინის ომის ბედზე. ასევე, კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ საქართველოს და ამერიკის ურთიერთობა კიდევ უფრო შესაძლოა გაცივდეს, თუ ხელისუფლებაში კვლავ ტრამპი და რესპუბლიკელები მოვიდნენ.

„მთელი რეგიონისთვის ახლა უკრაინის ომია გადამწყვეტი, მათ შორის ევროპისთვის და საქართველოსთვისაც. მთელი რეგიონის უსაფრთხოება ამაზე არის დამოკიდებული. ამიტომ იმედს ვიტოვებ ამერიკა ტრამპს არ დაუბრუნდება, თუმცა არც ბაიდენი არ არის სახარბიელო ფიგურა. ის ასაკის და ჯამრთელობის პრობლემების გამო, უფრო მარტივად სამართავ ფიგურად ყალიბდება. თუმცა ამერიკის რეგიონალური პოლიტიკა, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, მნიშვნელოვან ცვლილებას არ მოახდენს. მე არ მჯერა, რომ ტრამპი წავა იმაზე, რომ უკრაინის ომს ამ მოცემულობით დაასრულებს და ამით აგრესია და შეჭრა უნდა გაამართლოს. თუ ეს ასე მოხდა და ტრამპს ამის უფლება ამერიკელებმა მისცეს, მაშინ ეს ამერიკას პრობლემებს სხვა რეგიონშიც შეუქმნის. არ არის ერთჯერადი და ლოკალური პრობლემა ის, რაც უკრაინაში ხდება. ამან გაგრძელებები სხვაგანაც იცის. ამიტომ ტრამპის განცხადებები ამ თემაზე, მხოლოდ პოპულიზმი მგონია. ის მუშაობს ამერიკელების იმ ნაწილზე, რომლებიც ამ ომით უკმაყოფილოები არიან“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

მისივე თქმით, შესაძლოა, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინის ომის დახმარების რაღაცა პაკეტის ცვლილება მოხდეს. თუმცა კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ უკრაინას დახმარებაზე ბაიდენის ადმინისტრაციის პირობეშიც შეექმნა. ამიტომ ბაიდენმაც რომ გაიმარჯვოს, უკრაინის ომის ირგვლივ ეს პრობლემა არ დასრულდება.

„ამერიკის ინტერესები - რესპუბლიკელებზე და დემოკრატებზე - ასე არ იყოფა. ეს პირდაპირ აისახება ტაივანის კრიზისზე, ახლო აღმოსავლეთზე, ამიტომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაშიც ის წააწყდება იმ სირთულეებს, რაც ახლა ამერიკის წინაშე დგას. თუ რუსეთმა უკრაინის მოგუდვა შეძლო, მაშინ ტაივანში იგივე მოხდება, რადგან ჩინეთს ეს უკვე დეკლარილებული აქვს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამის შემდეგ კოსოვოშიც ახალი კონფლიქტი გამწვავდეს. რაც შეეხება ნატოდან გამოსვლას, ესეც წარმოუდგენელი მგონია, რადგან ნატო არის თავად ამერიკა. ევროპის მთელი უსაფრთხოებაც სრულიად ამერიკის სამხედრო კომპონენტზე დგას. უკრაინის ომმა ეს დაამტკიცა, რომ ევროპა აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო. ამერიკა აღმოჩნდა ერთადერთი ძალა, რომელსაც შესწევს სამხედრო კამპანიების რეალური ქმედითი ზომების გატარება. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო წესრიგის მოშლა დაიწყება“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

რაც შეეხება საქართველოსა და ამერიკას შორის ბოლო დროს გართულებულ ურთერთობას, შესაძლებელია თუ არა ამ არჩევნებმა რამე შეცვალოს? რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ტრამპის ან ისევ ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში? - ბენდიანიშვილი ამბობს, რომ არც ტრამპის და არც ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში, ურთიერთობის გაუჯობესების დიდი მოლოდნი არ უნდა გვქონდეს.

„საქრათველოს და ამერიკის ურთიერთობის გაციებას ორი მთავარი მიზეზი აქვს. ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის ფაქტორი და მისდამი ამერიკის დამოკიდებულება. ამერიკა მხარს უჭერს იმას, რომ სააკაშვილს უკეთესი პირობები უნდა ჰქონდეს შექმნილი და ლობისტების მეშვეობით, ამერიკაში სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ იმაზე ილუზიური წარმოდგენა შეექმნათ, ვიდრე რეალობაშია.

ლობისტურმა ძალებმა წარმოაჩინეს სიტუაცია გაცილებით მძაფრად თუნდაც სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს იყო. მეორე არის უკრაინის ომში საქართველოს ძალიან ზომიერი და ფრთხილი პოზიცია. ის, რომ რუსეთთან ურთიერთობა შეიცვალა, ამან კი ამერიკის მხრიდან ცივი ურთიერთობა წარმოქმნა. თუმცა ამავე დროს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა საქართველოს დატოვებას აპირებს. თუკი ბაიდენი გაიმარჯვებს, სიტუაციის უფრო გაუმჯობესების იმედი მაქვს, თუმცა თუკი ტრამპი გაიმარჯვებს, შესაძლოა, საქართველოს თემა მისთვის საერთოდ აქტუალურიც კი არ იყოს. რაღაცა პერიოდი მაინც ჩვენ მის ფოკუსში ვერ მოვხვდებით, ის უფრო დიდ გამოწვევებზე ჩამოყალიბდება“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

trampi მიდი ჩემო სეხნიავ, მიდი
აბა შენ იცი .... ხო იცი გბალეშიკობ---- ბოლომდე დედა უნდა უტიროო მაგ ამერიკას
მოკლედ მაგრად იდექ, მაგრად თორე არ მიგიშვებენ ღუმელთან
ისე კი შენი გამარჯვება მე არც მაწყობს---- მაშინ ჯახი არ იქნება ......... აი შენ რომ არ გაგამარჯვებინონ..............ოოოოოოოოო მე ის მინდა
იფ, იიიფ............ მუხის ქვეს წამოგორებული კახელივით ვარ, რომ ამბობდა ნეტა ამ ფოთლების მაგივრად თუმნიანები ესხასო
1 თვის უკან