მიჩიგანის სკოლაზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე მსჯავრდებული 15 წლის მოზარდის მამა, არაგანზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ამის შესახებ BBC წერს.
ბრალდების თანახმად, 47 წლის ჯეიმს კრამბლიმ, შვილის მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობას სათანადო ყურადღება არ მიაქცია და თვითონ უყიდა 15 წლის მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი.
მიჩიგანის სკოლაზე 2021 წლის ნოემბერში განხორციელებული თავდასხმის დროს, ითან კრამბლიმ 4 მოსწავლე მოკლა და 7 დაჭრა. ეს პირველი შემთხვევაა ამერიკის ისტორიაში, როდესაც შვილის დანაშაულის გამო მშობლებიც გაასამართლეს. მკვლელობის ბრალდებით, დამნაშავედ არის ცნობილი თავდამსხმელის დედაც.
თავად ითან კრამბლის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.