თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აუცილებელია ისეთი ნაბიჯების თავიდან აცილება, რომელიც გაამწვავებს უკრაინაში ომს.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა გააგრძელებს მუშაობას შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღსადგენად.
"უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს მხარდაჭერას გამოვხატავთ, თუმცა ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ სამშვიდობო გეგმები რუსეთის მონაწილეობის გარეშე არანაირ შედეგს არ მოიტანს", - განაცხადა ერდოღანმა მიმდინარე წლის ბოლოს შვეიცარიაში დაგეგმილ უკრაინის სამშვიდობო სამიტთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი არ დაესწრება.