რამდენიმეკვირიანი არეულობის ფონზე, ჰაიტის პრემიერ-მინისტრი, არიელ ჰენრი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ BBC წერს.
ამ გადაწყვეტილების შესახებ იამაიკაში რეგიონული ლიდერების შეხვედრის პარალელურად გახდა ცნობილი, სადაც სწორედ ჰაიტიში პოლიტიკურ სიტუაციაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.
არიელ ჰენრი ქვეყანას 2021 წლის ივლისიდან, მას შემდეგ მართავდა, რაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მოკლეს.
4 მარტს ცნობილი გახდა, რომ ჰაიტიზე შეიარაღებულმა ჯგუფებმა ციხე შტურმით აიღეს და დაახლოებით 4000 პატიმარი გაათავისუფლეს.