კეფალს ან ლოქოს გამოვაცალოთ ფხები, მოვხარშოთ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში. როცა მზად იქნება, ამოვალაგოთ, ჩავაწყოთ დაბალ ფართოპირიან ქვაბში და დავასხათ გაწურული ნახარში ისე, რომ თევზი დაიფაროს.
შემდეგ, ჩავამატოთ მოხარშული, მრგვლად დაჭრილი სტაფილო, ოხრახუშის თეთრი ძირები, ხახვი, დაფნის ფოთოლი, პილპილი და ძმარი.
კერძი დავდგათ ნელ ცეცხლზე და წამოვადუღოთ. 5-10 წუთის შემდეგ გადმოვიღოთ და გავაცივოთ.
ინგრედიენტები:
თევზი – 1კგ,
ხახვი – 2-3 თავი,
ძმარი – 1/4 ჩაის ჭიქა,
სტაფილო – 2-3 ცალი,
დაფნის ფოთოლი – 2-3 ცალი,
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ჩინური.