რეჟისორი გუგული მგელაძე ერთ „საინტერესო“ შემთხვევას არაერთხელ იგონებდა:
„სერგეი გერასიმოვი იღებს „ახალგაზრდა გვარდიას“ და სჭირდებათ სომეხი.
სინჯებზე დაუძახეს სერგო ფარაჯანოვს, კიდევ ორ სომეხ ბიჭს და რატომღაც მეც. სამ სომეხს როგორ ვაჯობებ სომეხის როლზე? კინომსახიობთა თეატრშია შერჩევა.
ერთი შევიდა და გაბრწყინებული სახით გამოვიდა. მეორეც გამოვიდა. ბოლოს ფარაჯანოვს მოუსმინეს. ახლა, ჩემი ჯერია. ნაწყვეტი წავიკითხე „ახალგაზრდა გვარდიიდან“ და კვდებიან სიცილით, თურმე იუმორი მაქვს.
გერასიმოვის მეუღლე თამარ მაკაროვა გამოვიდა კონკურსის შემდეგ და მითხრა: „თქვენ ითამაშებთ!“.
ალბათ, ფარაჯანოვი იმიტომ გახდა დიდი რეჟისორი, რომ მაშინ ვაჯობე“.