იემენელი ჰუსიტები აცხადებენ, რომ ბრიტანული გემების ჩაძირვას გააგრძელებენ

იემენელი ჰუსიტები აცხადებენ, რომ ბრიტანული გემების ჩაძირვას გააგრძელებენ

იემენელი ჰუსიტები აცხადებენ, რომ ბრიტანული გემების ჩაძირვას გააგრძელებენ, - შესაბამისი ცნობა დაჯგუფებამ ინტერნეტით გაავრცელა.

განცხადება ბრიტანული სატვირთო გემის „რუბიმარის“ ჩაძირვას მოჰყვა. ის ორი კვირის წინ ადენის ყურეში ჰუსიტების თავდასხმის ობიექტი გახდა და პირველი გემია, რომელიც თავდასხმის შედეგად მიყენებული ზიანის გამო ჩაიძირა.

ხომალდს ამონიუმის ნიტრატი გადაჰქონდა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ადენის ყურეში ლოკალური ეკოლოგიური კატასტროფა მოხდეს.