ყველაზე მოწყვლადი ფენა არის მოზარდი და მით უმეტეს დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ის მარტოა დარჩენილი ციფრულ მედიასთან, ინტერნეტთან. არავითარი შერჩევა არ ხდება მისთვის იმისა, თუ რა უნდა ნახოს. ამას ოჯახი ვერ ახერხებს, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ კონსერვატიზმის თეორიისა და ისტორიის სპეციალისტმა, პროფესორმა პაატა ჩხეიძემ განუცხადა.
პროფესორმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებია, ლგბტ პროპაგანდა ტრადიციების, ფასეულობებისა და ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ მთავარ იარაღად იქცა.
„ერთი მხრივ, დავარქვათ „პროგრესისტული ძალები“ და მეორე მხრივ, ტრადიციული ძალები ერთმანეთთან არიან მძაფრ ჭიდილში. ინგლისელი ფილოსოფოსი როჯერს კრუტონი ამ მოვლენებს სეკულარიზაციის მეორე ეტაპს უწოდებდა. ვფიქრობ, რომ უკვე მესამე ეტაპს ვიწყებთ, რადგან მძაფრი შეტევაა ისეთ ღირებულებებზე, როგორიც არის ეკლესია“, - განაცხადა პროფესორმა პაატა ჩხეიძემ.