დონალდ ტრამპმა მისურის, მიჩიგანისა და აიდაჰოს „რესპუბლიკურ“ კოკუსებზე გაიმარჯვა

დონალდ ტრამპმა მისურის, მიჩიგანისა და აიდაჰოს „რესპუბლიკურ“ კოკუსებზე გაიმარჯვა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისურის, მიჩიგანისა და აიდაჰოს „რესპუბლიკურ“ კოკუსებზე გაიმარჯვა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

სამივე შტატში ტრამპმა თავისი მთავარი კონკურენტი, ნიკი ჰეილი დაამარცხა.

Reuters-ი წერს, რომ ჰეილის ძალიან ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლის მსვლელობაში რაიმე შეცვალოს. 5 მარტს ჰეილის და ტრამპს პრაიმერიზის ყველაზე მთავარი დღე, „სუპერ სამშაბათი“ ელით, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები 15 შტატსა და ერთ ტერიტორიაზე აირჩევენ.