მარტივი სალათა ქათმით

მარტივი სალათა ქათმით

ინგრედიენტები

1   ცალი ქათმის ბარკალი

3   ცალი მოხარშული კვერცხი

1   ცალი მჟავე კიტრი

10   ცალი შავი ქლიავის ჩირი

მაიონეზი გემოვნებით

მომზადება

მოხარშეთ ქათმის ბარკალი, გააცივეთ, მოაცილეთ კანი, ძვალი და დააქუცმაცეთ. მოათავსეთ ხორცი სასალათე ფორმაში და მოასხით მაიონეზი.

მოახეხეთ კიტრის ნაწილი და კვლავ მოასხით მაიონეზი.

მდუღარე წყალში დაალბეთ შავი ქლიავის ჩირი, გადაუწურეთ წყალი, დაჭერით წვრილად და მოაყარეთ მაიონეზიან კიტრს.

გახეხეთ მოხარშული კვერცხი, დაამატეთ სალათს და კვლავ მოასხით მაიონეზი.

მოასწორეთ სალათის ზედაპირი, მორთეთ სურვილისამებრ და შედგით მაცივარში მცირე ხნით. ისიამოვნეთ გემრიელი და გრილი კერძით!