მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მომღერალსა და მსახიობს, კომპოზიტორსა და ფილმების რეჟისორს, გრემისა და ოსკარის მფლობელ ლეგენდარულ არტისტს, ბარბრა სტრეიზანდს ცხოვრებისეული მიღწევებისთვის მსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე/ Screen Actors Guild Awards ყველაზე პრესტიჟული, Life Achievement-ის ჯილდო გადაეცა. SAG Awards-ის სცენაზე პრიზის მიღების დროს ემოციურ ფონზე ბარბარამ იხუმრა კიდეც:
”ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ამ დროს წინასწარ იგებ, რომ დაჯილდოების ბოლის ეს საოცარი პრიზი გერგება. არ გიწევს შენს რიგში ჯდომა და მოვალეობის მოხდის მიზნით ღიმილი, თითქოს ძალიან ბედნიერი ხარ, რომელიმე კატეგორიაში რომ წააგე და შენთვის ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს”.
ბარბრას ჯილდო მსახიობებმა ჯენიფერ ენისტონმა და ბრედლი კუპერმა გადასცეს.
სტრეიზანდმა ამაყად აღნიშნა, რომ უკვე 60 წელზე მეტია, რაც SAG-AFTRA-ს წევრია: “ჩემთვის ეს ყველაფერი დაუჯერებელია, ვერც კი წარმოვიდგენდი, მახსოვს როგორ ვიჯექი ხოლმე ბრუკლინში, ჩემს საწოლზე და მსახიობობაზე ვოცნებობდი, თან ცივ ყავას ვსვამდი და ჟურნალს ვკითხულობდი”.
“ფილმისა და თეატრის სამყარო მართლაც გასაოცარია. წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებიც კინოთეატრებში სხედან ორი ან სამი საათის განმავლობაში, მათ გარკვეულწილად სურთ, რომ გაექცნენ ცხოვრებას, ერთ დროს ადამიანები, რომლებმაც კინოინდუსტრია შექმნეს და ეს მიმდევრობა ჩამოაყალიბეს, ისინიც რაღაცისგაბ გარბოდნენ. Samuel Goldwyn, Louis B. Mayer და ოთხი ძმანი, the four Warner Brothers, ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს. ისინ ბევრს ოცნებოდნენ ამაზე და ნატვრა აიხდინეს. ჩვენ მათი დიდი მადლობლები უნდა ვიყოთ”.
სცენაზე საუბრის დროს ბარბრამ ასევე აღნიშნა, რომ მისი პირველი “ქრაში”, ამ შემთხვევაში ეკრანული სიყვარული მარლონ ბრანდო იყო, რომელიც 1954 წელს ფილმში Guys And Dolls ნახა.
ბარბრა სტრეიზანდმა ცხოვრების განმავლობაში მართლაც ბევრი ღირსეული, დამსახურებული და პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. ამჟამად მის მფლობელობაშია აკადემიის ორი ჯილდო, “გრემის” ათი ჯილდო და “ემის” ხუთი ჯილდო.
ლეგენდარულმა ვარსკვლავმა ცოტახნის წინ მისი მემუარი გამოაქვეყნა, 48 საათიანი აუდიო წიგნი, იგივე, 997 გვერდიანი მემუარი, სახელად “მე მქვია ბარბრა”.