მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის და ძალიან მიხარია, რომ ადამიანი გრძნობს იმ საჭიროებებს და აუცილებლობას, რაც ჩვენს დედაქალაქს სჭირდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ჩვენ თავიდანვე გვინდოდა 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსების ყიდვა, თუმცა ფინანსური შესაძლებლობები არ იყო და მხოლოდ 160 ერთეული შევიძინეთ. მიხარია, რომ დამატებით 40 ერთეულსაც შევიძენთ ჩვენი ქალაქისთვის. თბილისში უკვე მოძრაობს 18-მეტრიანი ავტობუსები. ბავშვივით მიხარია, მართლაც ძალიან ლამაზი და კომფორტული ავტობუსია. 160 მგზავრზეა გათვლილი, აქედან 43 დასაჯდომი ადგილია. ვიზუალურადაც მართლაც ულამაზესია და ძალიან მიხარია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება დაევალა.
2 მარტიდან ახალი 18-მეტრიანი ავტ