„მოდაში შემოვიდეს ვაჟკაცობა, მამაკაცურობა და ეს იქნება ლგბტ პროპაგანდასთან ბრძოლის ყველაზე კარგი საშუალება - ნორმალურ ცხოვრებასაც თავისი პროპაგანდა სჭირდება“

„მოდაში შემოვიდეს ვაჟკაცობა, მამაკაცურობა და ეს იქნება ლგბტ პროპაგანდასთან ბრძოლის ყველაზე კარგი საშუალება - ნორმალურ ცხოვრებასაც თავისი პროპაგანდა სჭირდება“

„ცისფერი, ანუ ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“, - ამ სახელწოდების წიგნის პრეზენტაციის ანონსი გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში, რომლის მიზანიც იმის წარმოჩენაა, თითქოს ქართულ ხელოვნებაში მრავლადაა ლგბტქ პროპაგანდის მაგალითები.

ერთ დროს სიტყვა „ქვიარი“ (ანუ ინგლისურად უცნაური, ექსცენტრული) შეურაცხმყოფელი მნიშვნელობით გამოიყენებოდა და სექსუალური გადახრის მქონე ფემინურ მამაკაცებს აღნიშნავდა, თუმცა 80-იანი წლებიდან ლგბტ ადამიანების იდენტიფიცირების საშუალება გახდა.

რატომ გამოჩნდა საქართველოში ასეთი დასათაურების წიგნი („ცისფერი, ანუ ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“), ეს ერთი გაუგებრობაა, მაგრამ მეორე გაუგებრობა ის არის, რატომ გაუჩნდათ ასეთნაირად დასათაურებული წიგნის დაფინანსების სურვილი საქართველოში მოქმედ ჰოლანდიის, შვეიცარიის, ნორვეგიის საელჩოებს და გაეროს განვითარების პროგრამას. ეს ხომ ჩვენი ხალხის ერთგვარ გამოწვევად აღიქმება?!

შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რატომ აფინანსებენ ცალკეული საელჩოები ტრადიციული ღირებულებების მქონე საქართველოში ლგბტქ პროპაგანდის შემცველ წიგნებს და ხელოვნურად რატომ აპირისპირებენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს ერთმანეთთან მაშინ, როცა უნდა ცდილობდნენ დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლარიზაციის აღმოფხვრას?! შეიძლება, ქართველებმა იფიქრონ, დასავლეთი თუ პატივს სცემს საქართველოს, მაშინ უნდა მიიღოს ისეთი, როგორიც არის და ნაძალადევი ღირებულებები არ მოახვიოს თავს.

„მივმართავ ჰოლანდიის, ნორვეგიის და შვეიცარიის საელჩოებს, ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელებს, იქნებ აგვიხსნათ, რატომ აფინაბსებთ აგრესიულ ლგბტ პროპაგანდას საქართველიში“,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაციას, სახელწოდებით „ცისფერი - ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში“. მისი თქმით, ქართველი ხალხი არ მოითმენს მსგავსი სიმახინჯის დაკანონების მცდელობას, რაც მოსახლეობის 90%-სთვის მიუღებელია და გაღიზიანებას იწვევს.

სავარაუდოდ, მსგავსი შინაარსის წიგნები კიდევ მეტად დაფინანსდება მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შიდა მოხმარებისთვის გამოცემულ მიმართვაში თანამშრომლებს მოუწოდა, თავი აარიდონ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა „დედა“, „მამა“, „ცოლი“, „ქმარი“ და მათ ნაცვლად გენდერულად ნეიტრალური სიტყვები გამოიყენონ.

რა უნდა დაუპირისპიროს ტრადიციული ღირებულებების მქონე ქვეყანამ მსგავს პროპაგანდას?!

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გაუჭირდება იმის თქმა, თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში რა ადგილი უჭირავს ლგბტ თემატიკას, მაგრამ, თავისთავად, მავანთა მხრიდან ყოველთვის არსებობდა მისწრაფება, ლგბტ პროცესები განვითარებულიყო საქართველოში.

„მეც მაქვს ნანახი ჰოლანდიის საელჩოს მიერ დაფინანსებული წიგნი - „ლგბტ ფსიქოლოგია“, სადაც ვიღაც ცისარტყელიანმა ჩათვალა, რომ ასეთი დასახელების სახელმძღვანელო გვჭირდებოდა. ყველა ცდილობს, თავისი გავლენა გაატაროს სხვა ქვეყანაში და, როგორც თვითონ ცხოვრობს, ისე იცხოვრონ სხვებმაც. ეს უცხო ხილი არ არის ადამიანის ბუნებისთვის, მაგრამ ქართველებს ეს ყველაფერი გვიკვირს. თანაც, ეს იმ ქართველებს გვიკვირს, რომლებიც მოწმე ვართ იმისა, რომ ჩალმას იხურავდა ერეკლე მეორე. იმ ქართველებს გვიკვირს, რომლებიც ათასობით ეწირებოდნენ ქრიატიანობისთვის, ანუ მუსლიმანურ სამყაროს ზუსტად იმისთვის სჭირდებოდა, მათი რჯული გვეღიარებინა, რომ ვყოფილიყავით ისეთივენი, როგორც თვითონ იყვნენ. ამ მიზეზით მზად იყვნენ, დაეხოცათ ათასობით ქართველი. ასეთი ისტორიის მქონე ხალხი ვართ და ახლა გვიკვირს, რატომ უნდათ ზოგიერთ ქვეყნებს, მათ ჭკუაზე ვიცხოვროთ?! თუ რამეს აპირებენ ქართველები ლგბტ მიმართულებით, მაშინ ლგბტ პროპაგანდის შემცველ წიგნებს ზრდა ექნებათ საქართველოში, ხოლო, თუ ქართველები ღიმილით დაკმაყოფილდებიან და სერიოზული რეაქცია ამაზე არ ექნებათ, მე მგონი, ეს უფრო საღი დამოკიდებულება იქნება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოსის განმარტებით, შესაძლოა, ახალ თაობაში მოდად იქცა ლგბტ პროპაგანდის საკითხი და ზოგიერთები ლგბტ მიმდევრებადაც აცხადებენ თავს, მაგრამ მოდაში რაც შემოდის, იმას აკრძალვით რამეს მოვუხერხებთ?! თუკი მოდაში შემოვიდა ლგბტ-ს მიმდევრობა, მაშინ უნდა შემოვიდეს ამის საწინააღმდეგო მოდაც და ეს იქნება ლგბტ პროპაგანდასთან ბრძოლის ყველაზე კარგი საშუალება.

„შემოვიდეს მოდაში ვაჟკაცობა, მამაკაცურობა კაცებისთვის, ან ქალურობა ქალებისთვის. ნორმალურ ცხოვრებასაც თავისი პროპაგანდა სჭირდება. პროპაგანდა რომ არ არსებულიყო, ქრისტიანები გავხდებოდით ოდესმე? არ ვიცი. ამიტომ ყველაფერს - სამშობლოს, ომს (როცა ბრძოლაზეა საქმე), სქესთა შორის ურთიერთობის გარკვეულ წესებს, ყველაფერს საზოგადოებრივი აზრის მხარდაჭერა სჭირდება, საზოგადოებრივი აზრის შექმნას კი ჰქვია პროპაგანდა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ზემოთაღნიშნული საელჩოები იმიტომ აფინანსებენ ლგბტ წიგნების გამოცემას, რომ ეს არის გლობალური პოლიტიკა, რომელიც, სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიოს მმართველი მამებისთვის დამახასიათებელი გახდა. უპირველეს ყოვლისა, ისინი ებრძვიან ღმერთს, ტრადიციებს, მათ სურთ ადამიანებისგან დაცლილი სამყაროს შექმნა. თუმცა გადაგვარებული ლიბერალიზმის ეპოქა უკვე მთავრდება, ეს მათი ბოლო გაბრძოლებაა.

„ძალიან კარგად ვიცი, როგორ მთავრდებოდა მსოფლიოს იმპერიები, როგორ დასრულდა რომის იმპერია, ბიზანტიის იმპერია, საბჭოთა იმპერია. ეს მცირე ჩამონათვალია, ყველა მათგანმა ბრძოლა დაუწყო ღმერთს. ღმერთთან, ზნეობასთან, ადამიანებთან ბრძოლა მთავრდება იმპერიების დასრულებით. ესეც ერთ-ერთი მორიგი ტრიუკია ამ ადამიანების, მათ ჰგონიათ, ყველაფერი ემორჩილებათ. თუმცა ჩვენ მოვესწრებით გადაგვარებული ლიბერალიზმის ეპოქის დასასრულს“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე for.ge- სთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, ქართულ ხელოვნებაში არასდროს ყოფილა ლგბტ პროპაგანდა, ეს აბსოლუტური სიცრუეა. უბრალოდ, ბოლო ხანებში ეს ე.წ. საელჩოები იმ ხელმოცარულ ხელოვანებს აფინანსებენ, რომელთაც არავითარი წარმატების იმედი არ აქვთ და უკადრებელ პროპაგანდას ეწევიან. მათი მხარდამჭერი არასამთავრობოები კი იმიტომ არიან აგრესიულები, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე არიან დაგეშილნი - ფულზე. როდესაც დასავლეთიდან ფული წამოვა, აგრესიული ნჯო-შნიკები მაშინვე გააგრესიულდებიან. ქოფაკ ძაღლს რამდენ ხორცსაც გადაუგდებ, კიდევ მეტი უნდა.

„ლგბტ პროპაგანდა ქართული სახელმწიფოებრივი სხეულისთვის უცხოა, აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ ამის წინააღმდეგ. ადამიანს რომ გაუჩნდება შვილი, ყველაზე მეტი ბედნიერებაა, როდესაც დედას დედას დაუძახებს და მამას -  მამას. ამის წინააღმდეგ გამოდიან ეს ადამიანები, რაც არაადამიანურობის უმაღლესი გამოვლინებაა. ბლინკენები, ლგბტ-ეების დამფინანსებელი საელჩოები მიდიან და მოდიან, ცივილიზებული კაცობრიობა კი რჩება და ლგბტ პროპაგანდისტებს მოისვრის ისეთ სანაგვეზე, სადაც თავის დროზე ჩარეცხეს კალიგულები, ბრუტუსები“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.

trampi ის ვინ იყო გალავანზე რომ გადახტა და ............/ეს უკვე ყველამ იცით)
......მაჰმუდი ................... მაჰმუდი...
მერე ვინააა ის მაჰმუდი??....
თქვით ვინაა საქართველოს ეს ე.წ. ,,მეგობარი,, საქართველოს რო უტყნავს კეთილებს, უფრო სწორად ვისი ფულებით??
ჰოოდა თქვით ხმამაღლა ვინააა ის ე.წ,., მეგობარი,, თორეეეე .....თორემ იცოდეთ არჩევნებზე ნაცებს მივცემ ხმას..
.წადით და მიყარეთ მერე კაკალი ...... ჩათვალეთ რომ მიმიმუმ 100 ხმა წავა ნაცებისაკენ...
ნაცებს ტუზიც დაეცემათ პლიუს მე კიდე ალბათ მაყუთსაც მომცემენ
ფფფფფუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
ჰოოოოდა თქ
9 თვის უკან
trampi ის ვინ იყო გალავანზე რომ გადახტა და ............/ეს უკვე ყველამ იცით)
......მაჰმუდი ................... მაჰმუდი...
მერე ვინააა ის მაჰმუდი??....
თქვით ვინაა საქართველოს ეს ე.წ. ,,მეგობარი,, საქართველოს რო უტყნავს კეთილებს, უფრო სწორად ვისი ფულებით??
ჰოოდა თქვით ხმამაღლა ვინააა ის ე.წ,., მეგობარი,, თორეეეე .....თორემ იცოდეთ არჩევნებზე ნაცებს მივცემ ხმას..
.წადით და მიყარეთ მერე კაკალი ...... ჩათვალეთ რომ მიმიმუმ 100 ხმა წავა ნაცებისაკენ...
ნაცებს ტუზიც დაეცემათ პლიუს მე კიდე ალბათ მაყუთსაც მომცემენ
ფფფფფუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
ჰოოოოდა თქ
9 თვის უკან
trampi ის ვინ იყო გალავანზე რომ გადახტა და ............/ეს უკვე ყველამ იცით)
......მაჰმუდი ................... მაჰმუდი...
მერე ვინააა ის მაჰმუდი??....
თქვით ვინაა საქართველოს ეს ე.წ. ,,მეგობარი,, საქართველოს რო უტყნავს კეთილებს, უფრო სწორად ვისი ფულებით??
ჰოოდა თქვით ხმამაღლა ვინააა ის ე.წ,., მეგობარი,, თორეეეე .....თორემ იცოდეთ არჩევნებზე ნაცებს მივცემ ხმას..
.წადით და მიყარეთ მერე კაკალი ...... ჩათვალეთ რომ მიმიმუმ 100 ხმა წავა ნაცებისაკენ...
ნაცებს ტუზიც დაეცემათ პლიუს მე კიდე ალბათ მაყუთსაც მომცემენ
ფფფფფუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
ჰოოოოდა თქ
9 თვის უკან
ლევკოთეა მოდა ცოტა სხვა ფენომენია. ცვალებადია და დროს ვერ უძლებს. ღირსება კი მუდმივია. გენეტიკურადაც უნდა მოსდევდეს ადამიანს და აღზრდითაც უნდა განმტკიცდეს. ყველაზე დამაჯერებელი აღზრდა საკუთარ მაგალითზე შვილის გაზრდაა და მანდ უკვე ვიჭედებით. ჩვენ ხომ ,,მეც მომკლეს ბაბუა"-ს დროში ვცხოვრობთ.
9 თვის უკან