ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა მარტში, ლას-ვეგასში დაგეგმილი კონცერტების სერია ავადმყოფობის გამო გადადო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება მომღერალმა ექიმების რჩევით მიიღო, რომლებმაც მას „კარგად დასვენება“ ურჩიეს. ადელის თქმით, მას „სხვა არჩევანი არ ჰქონდა“. მომღერალმა დასძინა, რომ თავისი ბოლო კონცერტებისა და მათ შემდეგ აღებული პაუზის დროს სულ ავად იყო და ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ მოახერხა.
„მიყვარხართ, ძალიან მომენატრებით და ბოდიშს გიხდით“, - დაწერა ადელმა.
მარტში ადელს ლას-ვეგასში 10 კონცერტი ჰქონდა დაგეგმილი.