სტუდია Paramount ცნობილი კომედიური ტრილოგიის „შიშველი პისტოლეტის“ ხელახალ გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ People-ი წერს.
პირველი ფილმი კი 2025 წლის 15 ივლისს გამოვა. ამჯერად მთავარ როლს სურათში ლიამ ნისონი შეასრულებს.
„შიშველი პისტოლეტის“ პირველი ფილმი 1988 წელს გამოვიდა. მთავარ როლს ტრილოგიაში ლესლი ნილსენი ასრულებდა. პაროდიული კომედია ამერიკელი პოლიციელების საქმიანობაზე მოგვითხრობდა და შეიცავდა კომიკურ ალუზიებს ტელესერიალ „კოლომბოზე“, ჯეიმს ბონდზე და სხვა ცნობილ ფილმებსა თუ სერიალებზე.