აშშ-ში მოქმედი აბსურდული კანონები

აშშ-ში მოქმედი აბსურდული კანონები

ფლორიდაში გაუთხოვარ ქალებს ეკრძალებათ კვირაობით პარაშუტით ხტომა. მკაცრად ეკრძალებათ სიმღერა საცურაო კოსტიუმში გამოწყობილ ადამიანებს, აგრეთვე შხაპის მიღება გაშიშვლებულ მდგომარეობაში. ამის გარდა აკრძალულია დღეში სამზე მეტი თეფშის გატეხვა.

მაიამიში აკრძალულია ველოსიპედით სიარული ხმოვანი სიგნალების გარეშე, თუმცა იმავე კანონით, ველოსიპედისტებს ხმოვანი სიგნალის გამოყენება ეკრძალებათ.

ჩიკაგოში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება საჭმლის ჭამა სახლში, რომელიც იწვის. ქალაქ ევანსტონში (ილინიოსის შტატი) ხანძარი არის ერთადერთი შემთხვევა, რომლის დროსაც დასაშვებია ავტომობილში ტანსაცმლის გამოცვლა, სხვა შემთხვევაში ეს იკრძალება.

ფორტ-მედისონში (აიოვას შტატი) მეხანძრეებმა 15 წუთი უნდა გაივარჯიშონ ხანძრის ჩასაქრობად წასვლამდე. სენტ-ლუისში მეხანძრეებს ეკრძალებათ გაშიშვლებული ან ღამის პერანგში გამოწყობილი ქალების დახმარება.

კენტუკის შტატში ქალს ეკრძალება საცურაო კოსტიუმით გამოსვლა გზაზე, თუკი მას არ მოაცილებს ორი პოლიციელი ან ხელში არ უჭირავს ნიჩაბი. გამონაკლისები არიან 40 კილოგრამზე ნაკლები და 90 კილოგრამზე მეტი წონის ქალები.

კალიფორნიაში აკრძალულია კოვბოის ჩექმების ტარება იმ პირების მიერ, რომელთაც არ ჰყავთ ორი ძროხა მაინც.

ინდიანაში აკრძალულია: აბაზანის მიღება ოქტომბრიდან მარტამდე, მანქანების გაყიდვა კვირაობით, ფრინველებისა და კურდღლების შეღებვა, რძის გაყიდვა ღვინის მაღაზიაში. ამავე შტატში სასამართლოს გადაგცემენ გაუპატიურების ბრალდებით, თუ მანქანაში წინდების გარეშე გიზის მგზავრი, რომელსაც არ შესრულებია 17 წელი.

1984 წლიდან ინდიანის ქალაქ სპეიდსში მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს კონსერვის ქილების გახსნას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ამ კანონის დარღვევისთვის სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 თვით.

დენვერში აკრძალულია მეზობლისაგან მტვერსასრუტის თხოვება.

ალაბამაში, ჯასპერის ოლქში, ქმრებს უფლება აქვთ, სცემონ თავიანთ ცოლებს ჯოხით, თუ ჯოხის დიამეტრი ცერის დიამეტრს არ აღემატება.

ლოს-ანჯელესში ქმარს უფლება აქვს, სცემოს ცოლს ქამრით, რომლის სიგანე 12 სმ-ზე მეტი არ არის (წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებელია ცოლის თანხმობა). არკანზასში კი სულერთია, რითი სცემს ქმარი ცოლს, თუკი ეს არა უმეტეს თვეში ერთხელ ხდება.

ტენესში ნებადართულია ყველაფრის საკვებად გამოყენება, რასაც მოქალაქე მანქანით გაიტანს. თუ სიცოცხლეს გამოასალმებ ადამიანს, მაშინ სრული უფლება გაქვს და ვალდებულიც ხარ „მზის ჩასვლამდე“ საკვებად გამოიყენო იგი. 

პენსილვანიაში სახლი, რომელშიც 16 ქალი ცხოვრობს, საროსკიპოდ ითვლება. ტენესიში ასეთივედაა მიჩნეული სახლი, რომელშიც 6 ქალი ცხოვრობს, მამაკაცების ზღვრული რაოდენობა კი 120-ია.