ცნობილი ამერიკელი რეჟისორი ჯეიმს კემერონი სამი D-ს საერთაშორისო საზოგადოების პრემიის ლაურეატი გახდა. ჯილდო კემერონს 9 თებერვალს გადაეცემა. დასავლური მედიასაშუალებები უკვე წერენ, რომ კემერონი უდავოდ იმსახურებდა ამ ჯილდოს და მისი გამორჩევა სწორი და დროული გადაწყვეტილება იყო.
როგორც იცით, ჯეიმს კემერონის მიერ სამი D ტექნოლოგიით გადაღებულმა ფილმმა “ავატარმა“, მსოფლიო მასშტაბით, თითქმის სამი მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რამაც სხვადასხვა კინოკომპანია აიძულა უკვე გადაღებული ფილმები ამ ტექნოლოგიით შეეცვალათ და ახალი პროექტებიც სამი D ფორმატში გადაეღოთ.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2010 წელს, მთელს მსოფლიო ში სამი D ტექნოლოგიის გამოყენებით დაახლოებით 40 ფილმი გამოვიდა. წელს კი, ბევრად მეტი ასეთი ტიპის გადაღება იგეგმება. საერთოდ, სამი D კინომატოგრაფიის მომავლად ითვლება და სულ მალე დადგება დრო, როდესაც საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებშიც კი, ფილმებს ტექნიკის ამ უახლესი მიღწევით გადაიღებენ.