სამხედრო დახმარების გაწევა და „გეგმა ბ“-ს არქონა - ვოლოდიმერ ზელენსკის ინტერვიუ Foxnews-თან

სამხედრო დახმარების გაწევა და „გეგმა ბ“-ს არქონა - ვოლოდიმერ ზელენსკის ინტერვიუ Foxnews-თან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ტელეკომპანია Fox-ს ინტერვიუ მისცა. მისი მთავარი მესიჯი იყო თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის ომი ამერიკელებისთვის.

ინტერვიუ კონსერვატიულ ამერიკულ არხ Fox News-ზე გავიდა, რომელსაც, ძირითადად, რესპუბლიკური პარტიის მომხრეები უყურებენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ არხზე მუშაობდა ტაკერ კარლსონი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუ ჩაწერა. გასულ წელს კარლსონი ტელეარხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებიათ. კარლსონი პუტინთან ინტერვიუს გამო, ამერიკულ მედიასაშუალებებს დაუპირისპირდა. კოლეგის საპასუხოდ, Fox-ის წამყვანი ბრეტ ბაიერი უკრაინაში გაემგზავრა პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისთან ინტერვიუს ჩასაწერად, რათა დაესვა კითხვები, რომელიც ამერიკელებს ომთან დაკავშირებით აინტერესებთ.

ტელეწამყვანმა ზელენსკის ჰკითხა უყურა თუ არა პუტინის ინტერვიუს. უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტს ასეთი პასუხი გასცა: „დრო არ მაქვს ორსაათიან სისულელეს ვუსმინო“.

იმის გათვალისწინებით, რომ Fox-ის მთავარი აუდიტორია რესპუბლიკელების მხარდამჭერები არიან, ზელენსკიმ სცადა მათთვის ეჩვენებინა, რომ ომი გრძელდება და ახლა უკრაინას „გეგმა B“ არ აქვს. ცნობისთვის, რესპუბლიკელები ბლოკავენ უკრაინისთვის დახმარების მიცემას.

არა „გეგმა B“

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინას საერთაშორისო პარტნიორებმა 170 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გაუწიეს. ამ თანხის 40% წმინდა სამხედრო დახმარებაა, 50% ფინანსური და 10% ჰუმანიტარული. მთავარი, 71 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარება აშშ-დან იყო. ჯერ კიდევ შემოდგომაზე, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს სთხოვა დაემტკიცებინა უკრაინის დამატებითი დაფინანსება, მაგრამ ეს საკითხი რესპუბლიკელების გამო ჯერ არ გადაწყვეტილა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს აშშ-ს ადმინისტრაციამ შეწყვიტა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. მიზეზად კი აშშ-ს ადმინისტრაცია ასახელებს იმას, რომ იარაღის უკრანისთვის გადაცემა საფრთხეს უქმნის თავად ამერიკის უსაფრთხოებას. ამას ემატება ისიც, რომ დონალდ ტრამპი რესპუბლიკელებს მოუწოდებს, რომ „სისულელე არ ჩაიდინონ და უკრაინისთვის დახმარების გაწევას მხარი არ დაუჭირონ“. ამის ფონზე, ზელენსკიმ დონალდ ტრამპს შესთავაზა პირადად ჩასულიყო უკრაინაში. Fox News-თან ინტერვიუში კი დასძინა: „თუ ტრამპი ჩამოვა, მზად ვარ მასთან ერთად ფრონტის ხაზზე წავიდე“.

„რას ეტყოდი მას?“ – ჰკითხა ჟურნალისტმა.

„ვფიქრობ, ის საკუთარი თვალით ნახავს ჯოჯოხეთს“.

ბრეტ ბაიერმა პრეზიდენტს ჰკითხა, იმ შეთხვევაში თუ ამერიკისგან დაფინანსებას ვერ მიიღებს, აქვს თუ არა „გეგმა ბ“?

„ხშირად მომისმენია მსგავსი კითხვები. გადავრჩებით? რა თქმა უნდა, გადავრჩებით, მაგრამ ეს იქნება ტრაგედია. ტრაგედია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ძნელი იქნება დახმარების სხვა წყაროების მოძიება, მაგრამ არ გავჩერდებით. ჩვენ მოგვიწევს გადარჩენა, სანამ არ ვიპოვით პარალელურ ბილიკებს. ნებისმიერ შემთხვევაში, დახმარების გაწევა ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მის გარეშე საავადმყოფოებში უფრო და უფრო მეტი გმირი ბიჭები გვეყოლება. თუ თავდაცვითი ფარი არ გვექნება, რა თქმა უნდა, დავკარგავთ ხალხს“, - უპასუხა ზელენსკიმ.

ავდეევკა და ზალუჟნის შეცვლა

ბრეტ ბაიერი: ახლა ავდეევკას რუსეთი აკონტროლებს რას იტყვით ამაზე?

ვოლოდიმირ ზელინსკი: თქვენ უნდა გესმოდეთ, რას ნიშნავს ამ შემთხვევაში კონტროლი. მათ გაანადგურეს ყველაფერი. რუსების სტრატეგიაა, რომ ყველაფერი მიწასთან გაასწორონ და შემდეგ გადავიდნენ სხვა ტერიტორიაზე.

ბ.ბ: რატომ გაათავისუფლეთ თანამდებობიდან ზალუჟნი?

ვ.ზ: მადლობელი ვარ მისი გაწეული სამუშაოებით, თუმცა ცვლილებები საჭირო იყო.

საპრეზიდენტო არჩევნები

რომ არა ახლა უკრაინაში ომი, ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დაიწყებდა მზადებას. მაგრამ ზელენსკის გაპრეზიდენტობამდე დიდი ხნით ადრე, უკრაინაში მიღებული იქნა კანონი, რომ ომის დროს არ შეიძლება არჩევნები ჩატარდეს. აღნიშნული კანონის მიუხედავად, ჟურნალისტმა ზელენსკის მიანიშნა, რომ დასავლეთი ამით შეშფოთებულია.

ბ.ბ: დასავლეთის ქვეყნებისთვის არჩევნები დემოკრატიის არსებითი ელემენტია. უკრაინას კი, რომელიც დემოკრატიულ სამყაროსთან საერთოობაზე საუბრობს, ზოგიერთის აზრით, უნდა ეპოვა არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა.

ვ.ზ: ნამდვილად არ მინდოდა პოლიტიკაზე საუბარი, რადგან ის, რაც ომში ხდება, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია,“ - თქვა ზელენსკიმ და ჟურნალისტს გაახსენა კანონი, რომელიც ომის დროს ხმის მიცემას კრძალავს.

 

trampi ბიჯოოო..........
ესენი მოსკოვის მისადგომებთან მეგონა ომობდნენ.... მეგონა საცააა მოსკოვს აიღებენ მეთქი და თურმე ეს რა დშეში ყოფილან?
სასწრაფოდ დახმარება უნდა გაუგზავნოთ --- ერთი სამალიოტი ნაცები, თორე ჩავიდა პუტინი ბერლინში
9 თვის უკან