დავით მათიკაშვილი: ნინო ლომჯარიამ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ ვითარებაში დაკავებული პოზიციით საერთოდ ჯვარი დაუსვა თავის პოლიტიკურ მომავალს

დავით მათიკაშვილი: ნინო ლომჯარიამ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ ვითარებაში დაკავებული პოზიციით საერთოდ ჯვარი დაუსვა თავის პოლიტიკურ მომავალს

საერთოდ უპერსპექტივოა ოპოზიცია და უპერსპექტივოა ნინო ლომჯარია, რომელიც უპერსპექტივო ოპოზიციასთან მიმართებით რაიმეზე საუბრობს, - ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ყოფილი სახალხო დამცველის პოლიტიკური მომავლის შანსებიც შეაფასა.

„ეს ქალბატონი წლების განმავლობაში იყო მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ სახალხო დამცველი და როდესაც მართლაც ყოფნა/არყოფნის საკითხი დაუდგა საქართველოს (ვსაუბრობ უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველ დღეებზე, როდესაც იყო უზარმაზარი რისკი ჩვენს ქვეყანაშიც იგივე ცეცხლი დანთებულიყო, რაც უკვე 2 წელია უკრაინაში გრძელდება), ნინო ლომჯარია გამობრძანდა საქართველოს პარლამენტის წინ და თქვა, რომ ჩვენს ქვეყანაზე ბომბების წვიმა ურჩევნია ამ ხელისუფლების ყოლას. ყველაფერი დასრულებულია. ნინო ლომჯარიამ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ ვითარებაში დაკავებული პოზიციით საერთოდ ჯვარი დაუსვა თავის პოლიტიკურ მომავალს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.