ბერლინში 74-ე საერთაშორისო კინო ფესტივალის გამარჯვებულები დაასახელეს. მთავარი ჯილდო „ოქროს დათვი“ ფრანგ რეჟისორს, მატი დიოპს გადაეცა, დოკუმენტური ფილმისთვის „დაჰომეა.“ ფილმში მოთხრობილია აფრიკული სამეფოს - დაჰომეას განძის პარიზიდან სამშობლოში, დღევანდელ ბენინში დაბრუნების ისტორია.
ჟიურის გრან-პრი „ვერცხლის დათვი“ ჰონგ სან სუს ხვდა წილად, ფილმისთვის „მოგზაურის საჭიროებები. ჟიურის პრიზი „ვერცხლის დათვი“ კი ბრუნო დიუმონმა მიიღო, ფილმისთვის „იმპერია.“