„ბრიჯიტ ჯონსი 4“-ის გადაღებები მაისში დაიწყება. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მთავარ როლს რენე ზელვეგერი დაუბრუნდება, რომელიც უკვე ეძებეს სახლს ლონდონში. სურათი ჰელენ ფილდინგის წიგნზე „ბიჭზე გაგიჟებული“ იქნება დაფუძნებული, რომელშიც დაქვრივებული ბრიჯიტი მარტო ზრდის შვილებს და სოციალურ მედიასა და გასაცნობ აპლიკაციებში გარკვევას ცდილობს.
მარკ დარსისა და დენიელ კლივერის როლებს დაუბრუნდებიან კოლინ ფერტი და ჰიუ გრანტი.