ტუნისის ყოფილ პრეზიდენტს, მონსეფ მარზუკის, რომელიც ხელისუფლებაში „არაბული გაზაფხულის“ შედეგად მოვიდა, სასამართლომ დაუსწრებლად 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
სასამართლომ ის „არეულობის პროვოცირების მცდელობაში“ დამნაშავედ ცნო.
მონსეფ მარზუკი, რომელიც 2011 წელს მომხდარი „არაბული გაზაფხულის“ სახელით ცნობილი რევოლუციის შემდეგ დემოკრატიულად არჩეული პირველი პრეზიდენტი გახდა, ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს.
2021 წელს მარზუკის დაუსწრებლად 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მას შემდეგ, რაც მან მოუწოდა საფრანგეთს, შეწყვიტოს ტუნისის პრეზიდენტ, კაის საედის მხარდაჭერა.
კაის საედმა, რომელიც 2019 წელს დემოკრატიული არჩევნების შედეგად პრეზიდენტი გახდა, 2021 წელს თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, დაითხოვა პარლამენტი, დააპატიმრა ოპოზიციის ლიდერები და შეცვალა კონსტიტუცია, რათა საკუთარი უფლებამოსილებები გაეზარდა. ამის შემდეგ მონსეფ მარზუკიმ საედს უწოდა დიქტატორი, რომელიც ხალხმა ძალაუფლებას უნდა ჩამოაშოროს.