უკრაინაში აცხადებენ, რომ აზოვის ზღვასთან რუსული სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინაში აცხადებენ, რომ აზოვის ზღვასთან რუსული სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინაში აცხადებენ, რომ აზოვის ზღვასთან A-50 ტიპის რუსული სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, მათ თვითმფრინავი როსტოვსა და კრასნოდარს შორის, ფრონტიდან 200 კილომეტრის მოშორებით ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, მიკოლა ოლეშჩუკმა მადლობა გადაუხადა სამხედრო დაზვერვას თვითმფრინავის ჩამოგდებაში გაწეული დახმარებისთვის.

ოფიციალურ მოსკოვს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.