თუ უკრაინას რუსეთთან გამკლავება ამერიკული დახმარების გარეშე მოუწევს, ეს იქნება ტრაგედია როგორც უკრაინის, ისე მთლიანად ევროპისთვის, - განაცხადა ამერიკული ტელეკომპანია „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პირველმა პირმა ამერიკელ კანონმდებლებს დახმარების დამტკიცებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საქმე უკრაინელი ხალხის გადარჩენას ეხება.
„გადარჩებიან თუ არა უკრაინელები კონგრესის დახმარების გარეშე? რა თქმა უნდა კი, მაგრამ ყველა არა. ეს მაღალი საფასურია და თუ მსოფლიო ამისთვის მზად არის, კი ბატონო. ეს იქნება ტრაგედია ყველასთვის, არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ნახავთ, რომ პუტინი არ გაჩერდება, ის აღმოსავლეთ ევროპისკენაც დაიძვრება“, - განაცხადა ზელენსკიმ.