ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს - „ცაჰალის“ სამხედროებმა ღამით ქალაქ ჯენიში მორიგი რეიდი ჩაატარეს

ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს - „ცაჰალის“ სამხედროებმა ღამით ქალაქ ჯენიში მორიგი რეიდი ჩაატარეს

ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს. ცახალის სამხედროებმა ღამით იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენიში მორიგი რეიდი ჩაატარეს. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ერთი პალესტინელი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.

პარალელურად, ვრცელდება ცნობა, რომ გაეროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დარჩენილი პაციენტების ევაკუირებას გეგმავს ღაზაში მდებარე ნასერის საავადმყოფოდან, სადაც მედიის ცნობით, დაახლოებით 140 პაციენტი იმყოფება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პარტნიორებმა მანამდე პაციენტები ხან იუნისში მდებარე საავადმყოფოდან, ღაზის სამხრეთ ნაწილში გადაიყვანეს.

მედიის ცნობით, ისრაელსა და ჰამასს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე, ანკლავის 34 საავადმყოფოდან მხოლოდ 13 ფუნქციონირებს. ისრაელში აცხადებენ, რომ ჰამასი საავადმყოფოებს ფარად იყენებს. ჰამასი კი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ეს ჯანდაცვის სისტემის განადგურების საბაბია.