ფაშინიანის განცხადებით, სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მონაწილეობა შეაჩერა

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მონაწილეობა შეაჩერა

სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მონაწილეობა შეაჩერა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ მისი თქმით, ორგანიზაცია სომხეთთან მიმართებაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას არ ასრულებდა, განსაკუთრებით კი 2021-2022 წლებში.

სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის შესაძლო დახურვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.