Politico: ნატოს წევრი 20-ზე მეტი ქვეყანა თანახმაა, რომ იენს სტოლტენბერგი მარკ რუტემ შეცვალოს

Politico: ნატოს წევრი 20-ზე მეტი ქვეყანა თანახმაა, რომ იენს სტოლტენბერგი მარკ რუტემ შეცვალოს

ნატოს წევრი 20-ზე მეტი ქვეყანა თანახმაა, რომ ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგი ნიდერლანდების მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ შეცვალოს. ამის შესახებ ნატოს ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით Politico წერს.

„მოკავშირეებს შორის საკმაოდ აქტიური დისკუსია შედგა და ახლა 20-ზე მეტი ქვეყანა მზადაა, რუტეს კანდიდატურას დაუჭიროს მხარი“, - ამბობს გამოცემის წყარო.

წესდების თანახმად, ნატოს ხელმძღვანელი კონსენსუსის გზით უნდა იყოს არჩეული, რაც იმას ნიშნავს, რომ რუტეს 31-ვე ქვეყნის მხარდაჭერა დასჭირდება. არსებული ინფორმაციით, 10-მდე ქვეყანას ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, ვის დაუჭერს მხარს სტოლტენბერგის შემცვლელად და მათ ამისთვის განსხვავებული მიზეზები აქვთ.

თურქეთი ითხოვს, რომ რუტემ ნატოში უპირატეს მდგომარებაოში არ დააყენოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები. უნგრეთს რუტესთან უთანხმოების ხანგრძლივი ისტორია აკავშირებს, მას შემდეგ რაც ნიდერლანდების პრემიერმა არაერთხელ გააკრიტიკა ბუდაპეშტი „დემოკრატიული უკუსვლის გამო“. ასევე უცნობია, დაუჭერენ თუ არა რუტეს კანდიდატურას მხარს ბალტიის ქვეყნები, რომლებიც მისგან უკრაინისადმი მეტ მხარდაჭერას ითხოვენ.