შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წ. დაბადებული გიორგი პ. ქურდობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, გამთენიისას, გორში, გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან ტელევიზორი, ვიდეოკამერა, ლეპტოპი, სხვადასხვა დამტენი და „იუ-პი-ესი“ მოიპარა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გიორგი პ. გორში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ ბ“ ქვეპუნქტით).