უცნობი არნოლდ შვარცენეგერი

უცნობი არნოლდ შვარცენეგერი

ბატონი „ტერმინატორი“ - არნოლდ შვარცენეგერი საკმაოდ პეწიანი მამაკაცია. მან ერთნაირად მოიხდინა როგორც რობოტი-მკვლელის, ისე სოლიდური, რესპექტაბელური მამაკაცის იმიჯი.

თავის დროზე მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს გაგებით მოეკიდა და ყველას მოუწოდა, ნაკლები დაეხარჯათ საკუთარ სიამოვნებაზე. მაგალითად, სამფენიანი ტუალეტის ქაღალდის ნაცვლად, ორფერიანი შეეძინათ. თავად ბატონი არნოლდი ვერ შეელია პატარ-პატარა სისუსტეებს.

მისი ერთ-ერთი სისუსტეა სიგარები. ეწევა „მონტე კრისტოს“ მარკის სიგარებს. მაჯაზე „როლექსის“ ფირმის საათი უკეთია.

მსახიობს არ უყვარს ჯინსი. მართალია, ზოგჯერ იცვამს, მაგრამ მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში. უყვარს კარგად დაუთოებული, წინ ზოლით – შარვლები.

ბეჭედი შვარცენეგერის საყვარელი და აუცილებელი ატრიბუტია. მარჯვენა ხელს „ვერსაჩეს“ ექსკლუზიური, ბრილიანტებიანი ბეჭედი უმშვენებს. მარჯვენას – საქორწინო.

არნოლდის საათების კოლექციაში არის „ინვიქტას“ ფირმის, 1950 წლებში ცნობილი საათი „რუსიან დივერი“ და „როლექსის“ საათი.

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ არნოლდის ყველაზე დიდი სისუსტე მოტოციკლია, მის „პარლეი დავიდსონს“ აშშ-ში ყველა იცნობს. მით უმეტეს, იმ სკანდალის შემდეგ, როცა აღმოჩნდა, რომ „ტერმინატორი“ მას მართვის მოწმობის გარეშე ატარებდა. კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორის ავტოფარეხში ასევე ნახავთ „ჰამერს“ და „პორშეს“ კაბრიოლეტს.