ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს 23 თებერვალს გამოაცხადებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
რუსი ოპოზიციონერი 16 თებერვალს, ციმბირის ციხეში გარდაიცვალა. დასავლელი ლიდერები ოპოზიციონერის სიკვდილზე პასუხისმგებლობას პირადად პუტინს აკისრებენ.