საბერძნეთში ფერმერების საპროტესო აქციები გრძელდება

საბერძნეთში ფერმერების საპროტესო აქციები გრძელდება

საბერძნეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება. ადგილობრივმა ფერმერებმა ათენში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 100-ზე მეტი ტრაქტორი მიიყვანეს.

ფერმერები უკვე რამდენიმე კვირაა, საწარმოო ხარჯების გაზრდას, ევროკავშირის მკაცრ რეგულაციებსა და კლიმატის ცვლილების შედეგად განცდილ დანაკარგებს აპროტესტებენ.