ფილმი დიუნი ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სამეცნიერო ფანტასტიკად ითვლება. მისმა შემოსავალმა $433 მილიონს მიაღწია. დიუნის მეორე ნაწილი დიდ ეკრანებზე 1 მარტს გამოჩნდება.
ფილმის რეჟისორმა, დენი ვილნევმა, ცოტა ხსნის წინ ამოღებული სცენების მიმართ მის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. მაგალითად, მარველის ფილმებს დამატებითი სცენები თითქმის ყოველთვის ახლავს თან და გულშემატკივრები მათ სპეციალურად ელოდებიან.
მათი მიდგომისგან განსხვავებით, ვილნევი საზოგადოებისთვის წაშლილი სცენების ჩვენებას არ აპირებს. მისი აზრით, როცა ფილმის მონტაჟი დასრულებულია, იქ დამატებითი კადრების ჩასმა ზედმეტია.
"მჯერა, რომ კადრები, რომლებიც ფილმში არ ხვდება, არც არსებობს, მკვდარია. სცენების ამოჭრა ჩემთვის მტკივნეულია. ხანდახან ფილმის მონტაჟისას რომელიმე სცენის წაშლაზე იმდენად მწყდება გული, რომ არც კი მჯერა, რომ მას მაყურებელი ვერ იხილავს, თუმცა სხვა გზა არ მაქვს — რაც ზედმეტია, უნდა მოიჭრას, ესაა ჩემი სამსახური. ვფიქრობ, რომ სამონტაჟოში ძალიან მკაცრი ვარ. ამ დროს ჩემს ეგოზე კი არა, იმაზე ვფიქრობ, რა იქნება ფილმისთვის უკეთესი", — ამბობს რეჟისორი.
აღმოჩნდა, რომ ვილნევს სხვა რეჟისორებიც ეთანხმებიან, მათ შორის, ოპენჰაიმერის შემქმნელი კრისტოფერ ნოლანიც.
"ვცდილობ, რომ სცენარი მაქსიმალურად შევამცირო, რადგან ისეთი კადრების გადაღება, რომელთაც საბოლოოდ ფილმში ვერ გამოიყენებ, ძალიან ძვირი ჯდება. ამასთან, მათში დამატებით დროსა და ენერგიას დებ. ჩემს ფილმებში ძალიან ცოტა ამოღებული სცენაა, რითაც მაყურებლებს იმედს ვუცრუებ ხოლმე", — აღნიშნავს ნოლანი.