ბენი განცი: თუ „ჰამასი“ ღაზაში მყოფ მძევლებს 10 მარტამდე არ გაათავისუფლებს, რაფაჰში სახმელეთო შეტევა დაიწყება

ბენი განცი: თუ „ჰამასი“ ღაზაში მყოფ მძევლებს 10 მარტამდე არ გაათავისუფლებს, რაფაჰში სახმელეთო შეტევა დაიწყება

თუ „ჰამასი“ ღაზაში მყოფ მძევლებს 10 მარტამდე არ გაათავისუფლებს, რაფაჰში სახმელეთო შეტევა დაიწყება, - აცხადებს ისრაელის ომის კაბინეტის წევრი და ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბენი განცი. მისი თქმით, თუ მძევლები რამადანისთვის შინ არ დაბრუნდებიან, ბრძოლები გაგრძელდება ყველგან, რაფაჰის ტერიტორიების ჩათვლით.

პარალელურად, ისრაელი სამხედრო ოპერაციას ატარებს დასავლეთ სანაპიროზეც. რეიდის დროს გაანადგურეს რამდენიმე მებრძოლი, მათ შორის მუჰამედ აუფი, რომელიც, „ცაჰალის“ ცნობით, „ჰამასის“ მაღალჩინოსანი იყო და ისრაელის ობიექტებზე თავდასხმებში მონაწილეობდა.