ავდიივკის დაკავების შემდეგ რუსული ძალები უკრაინას ერთდროულად სამ ფრონტზე უტევენ. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა შეტევა ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრებზე, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით გაააქტიურეს.
ბრძოლები მიმდინარეობს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთ ნაწილშიც. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის გააქტიურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინისთვის ამერიკული დახმარების დაგვიანება გახდა.