მინესოტაში სროლას 2 პოლიციელი ემსხვერპლა

მინესოტაში სროლას 2 პოლიციელი ემსხვერპლა

სროლას მინესოტას შტატში ორი პოლიციელი და ერთი მაშველი ემსხვერპლა. ამის შესახებ AP წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ტრაგიკული შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ერთ-ერთ საცხოვრებელს სახლში სამართალდამცველები ძალადობის ფაქტზე გამოიძახეს, სადაც 7 ბავშვი იმყოფებოდა. ადგილზე მისული ეკიპაჟი მოძალადესთან მოსალაპარაკებლად სახლში შევიდა, სადაც მათ ცეცხლი გაუხსნეს.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია. ინციდენტის ადგილი ალყაშია მოქცეული. დაწყებულია გამოძიება.