უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, უკრაინულმა ჯარმა ავდეევკა დატოვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის განცხადებით, უკრაინულმა ჯარმა ავდეევკა დატოვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინულმა ჯარმა დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა დატოვა.

„ავდეევკას ირგვლივ შექმნილი ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინელი სამხედროების ალყაში მოქცევის თავიდან ასარიდებლად და მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მივიღე გადაწყვეტილება ქალაქიდან ჩვენი ჯარების გაყვანის შესახებ. ავდეევკას მაინც დავიბრუნებთ“, - აღნიშნა სირსკიმ.