75 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

75 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

75 წლის ასაკში ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ imedinews-ს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში დაუდასტურეს.

ლევან თედიაშვილი იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973), ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).

ლევან თედიაშვილი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) დიდების დარბაზის წევრი, ღირსების ორდენების კავალერი იყო. 1973 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენად.

trampi აუუუუფ ............................................ კაი კაცი!!!
სახელი დატოვა სახელი, დიდი ქართველის სახელი ...იქაური ქართველები კარგ დახვედრას მოუწყობენ
ჰოოდა გაუმარჯოს ამ კაი კაცს ----- აქაც და იქაც
1 წლის უკან