უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქ ავდიივკაში პოზიციებს ტოვებენ მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა მიწოდების კრიტიკული ხაზი გაარღვიეს, - წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი.
ამერიუკული გაზეთი აღნიშნავს, რომ ძირითადად მცირე ტერიტორიული მიღწევების ომში, ავდიივკას აღება ბრძოლის ველზე რუსების ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება გასული წლის მაისში ბახმუტის აღების შემდეგ.
ავდიივკა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკიდან 15 კილომეტრში მდებარეობს, თვეების განმავლობაში გაუძლო რუსეთის დაუნდობელ თავდასხმებს.
თუმცა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სამხედრო დახმარება შეწყდა და უკრაინელი მეთაურები იძულებულნი გახდნენ დაეწყოთ საბრძოლო მასალის ნორმირება, რუსებმა მოახერხეს ქალაქში გამაგრება.
უკრაინის ახალი მთავარსარდალი, ოლექსანდრ სირსკი ახლა ყურადღების ქვეშაა, თუ როგორ გადაწყვეტს ავდიივკაში შექმნილ ვითარებას.
თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა მიმდინარე კვირაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ჩვენი უმოქმედობის საფასური ასევე დღითიდღე იზრდება, განსაკუთრებით უკრაინაში“.