ბელგოროდში უკრაინის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაბომბვას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 18 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.
რუსული მხარის ინფორმაციით, თავდასხმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემით განხორციელდა.