ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ აზერბაიჯანის ქმედებებისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი მიზეზი, მაგალითად, საზღვრის რომელიმე მონაკვეთზე სამხედრო ესკალაციის დასაწყისი, სომხეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბურ ომში გადაზრდის პერსპექტივით, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ეს განზრახვა გამომდინარეობს ბაქოს ოფიციალური განცხადებებიდან და ქმედებებიდან. სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პოლიტიკაა მოვლენების ასეთი განვითარების აღკვეთა აქტიურ მოლაპარაკებებში ჩართვის გზით, ამავე დროს საჭიროა სომხეთის ყველა ლეგიტიმური ინტერესის დაცვის პოზიციებზე მტკიცედ დგომა. ეს ლეგიტიმური ინტერესები სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა“, – აღნიშნა ფაშინიანმა.