რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ უახლოეს დღეებში მძიმე კრიზისში მყოფ „მილანში“ ახალი მთავარი მწვრთნელი დაინიშნება. იტალიური მასმედიის მტკიცებით, სილვიო ბერლუსკონის კლუბს კლარენს ზეედორფისა და მაურო ტასოტის დუეტი ჩაიბარებს.
რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Corriere dello Sport” გაავრცელა ცნობა რომ დიდი ალბათობით „მილანს“ 74 წლის ჯოვანი ტრაპატონი უხელმძღვანელებს.
საინტერესოა რომ თავის დროზე ბატონი ჯოვანი ჩინებული მცველი გახლდათ და 1959-1971 წლებში „მილანის“ ღირსებას იცავდა.
ტრაპატონი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გახდა და 1973-1976 წლებში „მილანს“ ხელმძღვანელობდა.
იტალიური მასმედიის მტკიცებით, ჯოვანი ტრაპატონის ზეედორფი-ტასოტის წყვილის გარდა კიდევ ერთი კონკურენტი გააჩნია, - ახლო წარსულში „მილანის“ ერთ-ერთი ლეგენდა ფილიპო ინძაგი.